სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში დაშავებული "კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომელი კვლავ უგონო მდგომარეობაშია

გორში "კეთილმოწყობის სააგენტოს" მუშა ბანერის გადატანისას ავტომობილიდან გადავარდა.

50 წლამდე მამაკაცი ადგილობრივ საავადმყოფოში გქადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა. ის უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მიმდინარეობს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად უტარდება კვლევებიც. ცნობიერება კვლავ გათიშულია. მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე" - განაცხდა "გორიმედის" ექიმმა დავით გასიტაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100