პირველად ისტორიაში მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები
პირველად
საქართველოს ისტორიაში, მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს
ეროვნული ნაკრები. ტურნირი კოშიცეში, სლოვაკეთში ა/წ 4-11 ივნისს ტარდება და მასში
24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.
ეროვნული
ნაკრები შეირჩა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე გამორჩეული
სპორტსმენებით, მათ შორის ძირითადი ბირთვი FC PSP-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით
არის დაკომპლექტებული, რომლებიც ამჟამად მიმდინარე ფუტსალის პროფესიონალური ლიგის ოთხეულში
არიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე ეროვნული ლიგის გამორჩეული მწვრთელი ბესარიონ
არველაძე, ამასთან PSP-ს გუნდის მწვრთნელია.
საქართველოს
ნაკრები С ჯგუფშია განთავსებული და თავის პირველ თამაშს მონტენეგროსთან 5 ივნისს ითამაშებს
13:45სთ-ზე თბილისის დროით. ტურნირი 24 ქვეყანაში გადიცემა პირდაპირი ტრანსლაციით,
მათ შორის საქართველოში, სილქზე (SilkUniversal).
ევროპის
ჩემიპონატი 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს წარმოადგენს.
საქართველოს
მინი ფეხბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია PSP, რომელიც საკუთარი საფეხბურთო გუნდით
ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი და პოპულარიზატორია.
კომენტარი