სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძმის მკვლელობაში ბრალებულმა თავი ქუთაისის ციხეში ჩამოიხრჩო

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა პატიმარმა, ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიხჩო.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი წურწუმიამ მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე, პენიტენციურ დაწესებულებაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა.


უწყების ცნობით, დაწესებულების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება. მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 -ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა)", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.


გიორგი წურწუმია 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიუსაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100