სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი ხუნდაძე ამომრჩევლებს მიმართავს - „დღეს შეცდომის უფლება არ გაქვთ!“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა მზადაა წავიდეს ნებისმიერ პროვოკაციაზე, მათ შორის ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციაზე, რადგან მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ.


-„მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ლიდერებმა კარგად იციან, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება მათი საბოლოო განადგურებაა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართულ პოლიტიკურ არეალში მათი ადგილი აღარ იქნება. სწორედ ამიტომ მიდიან ყველაფერზე, უზნეო, უღირსს და მდაბიო ქმედებებზე, ნებისმიერ პროვოკაციაზე, თუნდაც ქვეყანაში სერიოზულ არეულობაზე, მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. მაგრამ ერთია, რას მოიმოქმედებენ ისინი და მეორეა, რას მოიმოქმედებს ხალხი. თუ ხალხი მძიმე წარსულს ასე იოლად დაივიწყებს და ის უპასუხისმგებლო ან გაბრაზებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს შეცდომა მათ ძალიან მალე ძვირი დაუჯდებათ. ამიტომ მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ხმა არ მისცეთ დამნაშავე რეჟიმს, რომელსაც საზოგადოებისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია და ისევ ძალადობას გეგმავენ.

თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, დღეს შეცდომის უფლება არ გაქვთ, შეცდომა ისევ თქვენი გამოსასწორებელი იქნება. მე მჯერა, რომ 28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევანი თქვენი არჩევანი გახდება“. დიმიტრი ხუნდაძეს ნაცმოძრაობის დესტაბილიზაციაში დადანაშაულებისას მაგალითად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას გუშინდელი სატელეფონო ჩანაწერი მოჰყავს: -„სააკაშვილისა და მისი ბიძის სატელეფონო ჩანაწერში ახალი არაფერი მოგვისმენია. მათ ეს სიტყვები საკუთარი ქმედებით არაერთხელ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამ ჩანაწერმა შოკში ჩააგდო ისინი, ვისაც მივიწყებული ჰქონდა მათი ვერაგი განზრახვები საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. დღეს უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ეს უნდა დამთავრდეს, ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთას ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებზე საბოლოო განაჩენი უნდა გამოუტანოს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100