ჯასტინ ბიბერი დაინიშნა - ნახეთ, ვინ არის მომღერლის რჩეული
ყვითელმა პრესამ საზოგადოებას ახალი ამბავი ამცნო - მომღერალი ჯასტინ ბიბერი დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ხელი სთხოვა თავის შეყვარებულს, რომელსაც 2015 წლიდან ხვდება და ის ალეკ ბოლდუინის ახლო ნათესავი ჰეილი ბოლდუინია.
როგორც ცნობილია, წყვილი გარკვეული პერიოდი დაშორებული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ურთიერთობა აღადგინეს და ახალ ეტაპზე გადასასვლელადაც მზად არიან.
უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს, გამოცემა Maxim-ის გამოკითხვით, ჰეილი მსოფლიოს მასშტაბით წლის ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა და "ყველაზე დახვეწილი სტილის მქონე გოგოს" ტიტულიც მიიღო.
კომენტარი