ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავეს, რომლებიც საახალწლოდ ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ
თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავა, რომლებიც საახალწლო პერიოდში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.
ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „ანადოლუ“ წერს.
დაკავებულთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. სულ პროკურატურამ 46 პირის დაკავების ორდერი გასცა.
კომენტარი