ლიბიის საელჩო შინ დააბრუნეს
დიდ ბრიტანეთს ლიბიის საელჩოს წარმომადგენლები ტოვებენ. აღნიშნული ინფორმაცია, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰაიგმა გაავრცელა, დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ლონდონში ჩატარდა. ლიბიაში დაბრუნებული დიპლომატების მაგივრად კი, დიდი ბრიტანეთი ქვეყანაში, ლიბიელ ოპოზიციონერებს იწვევს.
ქვეყნიდან გაიიწვიეს რვა დიპლომატი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მისნისტრის განცხადებით, ლონდონმა გარდამავალი ეროვნული საბჭო აღიარა ლიბიის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად. „ჩვენ მოვუწოდებთ გარდამავალ ეროვნულ საბჭოს, გამოგზავნოს ახალი დიპლომატები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ლიბიის წარმომადგენლები იქნებიან.“ - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის ელჩი, ომარ ჯელბანი იძულებული გახდა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში დაეტოვებინა ლონდონი. მასთან ერთად ქვეყნიდან დიპლომატიური წრის რამდენიმე წარმომადგენელიც წავიდა. ყოველივე კი, მუამარ კადაფის მიერ, ტრიპოლში ბრიტანეთის წარმომადგენლებზე განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებად გარდამავალი ეროვნული საბჭო აღიარა, საფრანგეთი იყო. საკუთარი გადაწყვეტილება ქვეყანამ მიმდინარე წლის 10 მარტს გაამხილა. საფრანგეთის მაგალითს მიბაძა კიდევ 30-მა სახელმწიფომ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, გერმანიამ, ავსტრიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბელგიამ, დანიამ, ჰოლანდიამ, ლუქსემბურგმა, ლატვიამ, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, საუდის არაბეთმა, თურქეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამაც.
რაც შეეხება რუსეთს, იგი, ჯერჯერობით, თავს იკავებს ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებს მიბაძოს და აღიაროს გარდამავალი ეროვნული საბჭოს ლეგიტიმურობა ლიბიაში.
კომენტარი