მორიგი ტერაქტი - აეროპორტში სროლის პირველი ვიდეო კადრები ვრცელდება
ფლორიდის შტატში, ლაუდერდეილის აეროპორტში ორი დღის წინ მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფ ადამიანებს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია ეჭვმიტანილი, 26 წლის ესტებან სანტიაგო, რომელმაც ჩვენებაში აღნიშნა, რომ კონკრეტულად არავის დასხმია თავს, უბრალოდ ხალხის დახოცვა უნდოდა, სურდა ტერაქტის სახე მისცემოდა ამ ყველაფერს. ესტებანი ადრეც იმყოფებოდა პატიმრობაში და ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანად მიიჩნეოდა, რომელიც შემდგომ მკურნალობის კურსის გავლის მიზნით გამოუშვეს.
კომენტარი