სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსუდან კერვალიშვილი: გთხოვთ დამაპატიმრეთ მე და გამოუშვით ისინი

ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„მოვითხოვ მაია რჩეულიშვილის და სალომე ჩარკვიანის პატიმრობიდან დაუყოვნებელ განთავისუფლებას !

ჩემო ფეისბუკელო მეგობრებო!

გთხოვთ მხარდაჭერას მაიას ციხიდან დახსნაში. მომწერეთ პირადში ერთი ფრაზა: მოვითხოვ მაია რჩეულიშვილის და სალომე ჩარკვიანის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლებას (გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი დაუმატეთ თქვენი სურვილის მიხედვით, ვინაიდან კაცები არიან და უსამართლო დაპატიმრებასაც გადაიტანენ გარკვეული დროით და არც ოჯახებისთვის არის ეს საშინელი ტრაგედია-კაცისთვის ციხე ცხოვრების ეპიზოდია მხოლოდ). მითუმეტეს რომ მაიას გარდა ცენტრ-პოინტის ვალდებულებებს ვერავინ დაასრულებს. დექსუსის მაგალითი სახეზეა. წაგვართვეს ქონება და დაღუპეს ჩვენი კლიენტები! ლაიკითაც დაადასტურეთ! ეს ხვალისათვის მჭირდება. ორშაბათიდან კი ხელმოწერების შესაგროვებლად ახალ გვერდს გავხსნით. მანამდე ეს მოიწომეთ. წინასწარ მადლობას გიხდით.“ - წერს რჩეულიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

სტატუსის მრავალ კომენტარს შორის გამორჩეული იყო ცენტრ-პოინტის კიდევ ერთი დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის დისა და ყოფილი პარლამენტარის, რუსუდან კერვალიშვილის სიტყვები.

„მოვითხოვ 3 წელია სამართლიანობის აღდგენას და ჩემი როგორც დამფუძნებლის დაპატიმრებას. ყველა დანარჩენის სალომე მაია გუკა ირაკლი განთავისუფლებას. პრობას გაძლევთ ვიქნები სანიმუშო პატიმარი“ - წერს სიძის პოსტის კომენტარებში კერვალიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100