სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი კარი ოპოზიციისთვის ღიაა" - პრემიერის შეცვლილი რიტორიკა

პრემიერის შეცვლილი რიტორიკა - მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მისი კარი ღიაა.

პრემიერმა, რომელსაც მესამე სექტორთან და ოპოზიციასთან საკითხზე არცერთი შეხვედრა არ გაუმართავს, დღეს თქვა, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან თანამშრომლობა აუცილებელია.

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება "ზედმიწევნით" მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე:

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ზედმიწევნით. საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების არჩევანი და ოცნება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი, ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100