ავსტრალიაში სამმეტრიანმა თეთრმა ზვიგენმა კიდევ ერთი მამაკაცი იმსხვერპლა
როგორც „როიტერი“ იტყობინება, ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე, კუნძულ როტნესტთან, 32 წლის ამერიკელს წყალში ყვინთვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. თავდასხმის დროს ამერიკელს ორი გოგონა ნავზე ელოდებოდა. ისინი საშინელი თავდასხმის თვითმხილველები გახდნენ.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მოგვიანებით, მისი სხეულის ნარჩენები ნაპირზე აიტანეს. თვითმხილველი გოგონების თქმით, თეთრი ზვიგენი დაახლოებით სამი მეტრის სიგრძის იქნებოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ავსტრალიის სანაპიროსთან ზვიგენი ადამიანებს თავს ესხმის. წინა ორი შემთხვევა ასევე მსხვერპლით დასრულდა და მხოლოდ მესამე შემთხვევის დროს, თავდასხმის ადრესატმა ფრანგმა დიპლომატმა დამოუკიდებლად შეძლო ნაპირამდე მიღწევა. თავდასხმის შედეგად მან მარცხენა ფეხი და მარჯვენა მკლავი დაკარგა.
კომენტარი