ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად საწოლში გარდაცვლილი იპოვეს
ქართველი ემიგრანტი ციცო ჭიღვარია, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში იმყოფებოდა, 2 დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა. ემიგრაციაში ის მოხუცთან, დამხმარედ მუშაობდა. 14 ნოემბერს, დილით, თავისი ოთახიდან რომ არ გამოვიდა, ოჯახის წევრებმა საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.
„ახლობლები და საქართველოს საელჩო იტალიაში ჩართულია გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებში. იმედია, ეს ნატანჯი ქალი თავის მშობლიურ მიწაში დაიმარხება. ასე ვართ ემიგრანტები. თავად ავად ვართ და სხვებს ვუვლით. ღმერთს ვთხოვ, ყველა ემიგრანტი დროულად და ჯანმრთელად დაგვაბრუნოს სამშობლოში“, – განუცხადა ოჯახის ახლობელმა „პრაიმტაიმს“.
კომენტარი