სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალის სექსუალობის 5 ძირითადი მახასიათებელი

სექსუალობა პრიმიტიულად ვერ აიხსნება - სექსუალობა რთული ფენომენია:

1. სექსუალობა - ეს არის, პირველ ყოვლისა, პატივისცემა და სიყვარული საკუთარი სხეულის მიმართ. ქალი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სხეულს, შორიდანვე შეიმჩნევა და სულ არ არის ამისთვის კოსმეტიკის ხარჯვა და მყვირალა ტანსაცმლის ჩაცმა აუცილებელი. ასეთ ქალს სხეულიც მოვლილი აქვს, სახეც წესრიგში აქვს და არცერთი ზედმეტი კილოგრამი არ ამძიმებს; ყოველთვის ეშხიანად და სანდომიანად გამოიყურება. ნატამალი არ არის მასში უხეშობისა. სიარულის მანერა აქვს გრაციოზული; პოზები, რომლებსაც ის ირჩევს, ხაზს უსვამს მის ქალურობას და სინაზეს.

2. სექსუალობა - ეს არის სიყვარულის უნარი მამაკაცისადმი.

სექსუალურ ქალს არათუ მხოლოდ უყვარს მამაკაცი, ცდილობს მამაკაცური ბუნების ამოხსნას - ეს მისთვის უაღრესად საინტერესოა.

ქალი ვერასოდეს მიიზიდავს მამაკაცს, თუ ეშინია მისი ან გულის სიღრმეში ეზიზღება; მამაკაცები ინტუიციურად გრძნობენ ქალების დამოკიდებულებას და ქალებს შორის ბუნებრივად გამოყოფენ სწორედ იმ ქალს, ვინც უფრო კეთილად არის საპირისპირო სქესის მიმართ განწყობილი. მაგრამ მამაკაცის სიყვარული და პატივისცემა შეუძლებელია ქალისაგან საკუთარი თავის პატივისცემის გარეშე.

3. სექსუალობა - ეს ცოტაოდენი არშიყი, კოკეტობა და ფლირტიც არის. ფლირტი უბრალო გართობა როდია - ეს უფრო გულში ნათქვამსა ჰგავს: - მე ვიცი, რომ შენ მამაკაცი ხარ და მე მსიამოვნებს, ვიყო ქალი შენს გვერდით.

ფლირტი პარტნიორის მამაკაცურობის პატივისცემაა, ვისაც ქალი წარუდგენს თავის ქალურობას.

დიახ, კაცს სურს, რომ ქალი, რომელიც არის მის გვერდით, იყოს ჭკვიანი და კეთილი, კარგი დიასახლისი და მზარეული - მაგრამ ყოველივე ეს მირთმეული უნდა იყოს ლამაზ შეფუთვაში იმავე ფლირტის მეშვეობით. გავითვალისწინოთ, მამაკაცები გარბიან არა იმ ქალებისაკენ, ვინც კარგ საჭმელებს ამზადებს, არამედ მათკენ, ვინც კარგად ფლობს ფლირტის ხელოვნებას. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ფლირტსა და სექსს შორის იგივობის ნიშანი არ დაისმება.

4. სექსუალობა - ეს არის ცხოვრების სიამეებით ტკბობის უნარიც. გრძნობის ორგანოები ტკბობის საშუალებას იძლევა სურნელოვანი ყვავილებით, ბუნების პეიზაჟით, მუსიკით, ლექსების კითხვით, ლამაზი სურათების თვალიერებით, ბავშვის ალერსით; მგრძნობელობა ეს არის ცხოვრების საამო წუთებით ტკბობა, რომლებიც აღარასოდეს აღარ განმეორდება. ქალის სექსუალობა მგრძნობელობის გარეშე წარმოუდგენელია.

5. სექსუალობა - ეს არის მამაკაცთან ურთიერთობისას სიამოვნების მიღების უნარი. ეს არის ქალის ყველაზე ძვირფასი თვისება და მრავალი ქალი მიიჩნევს, რომ ეს თანდაყოლილი ნიჭია - სინამდვილეშიც ასე გახლავთ. მაგრამ, ვისაც არ მოემადლა, გულს ნუ გაიტეხს - თუ ძალიან ეცდება, ქალს თავის თავში ამ თვისების განვითარებაც შეუძლია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100