სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიცივე ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების დაკარგვას

რამდენიმე დღის წინ „დრონი.ჯი“-მ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საკვების მიღების შემდეგ ჩაის მირთმევა არ შეიძლება. ამ ყოველივემ მკითხველში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მათ დააინტერესათ: აბა რისი გაკეთება არის შესაძლებელი?

როგორც აღმოჩნდა, საკვების მიღების შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნება კუჭ-ნაწლავის სისტემის აქტიურ მოქმედებას უწყობს ხელს. შედეგად ადვილდება საკვების გადამუშავება, ეს კი ზედმეტი კილოგრამების დაკარგვის გარანტიც კი გახლავთ.

მეცნიერები ირწმუნებიან: „დაბალი ტემპერატურა საშუალებას გვაძლევს დავწვათ ზედმეტი კალორიები. ამიტომ წელიწადის ცივ სეზონებზე ნუ მოერიდებით საკვების მიღების შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნებას“.

აღსანიშნავია, რომ დაბალი ტემპერატურა ხელს უწყობს ყავისფერი ცხიმის გააქტიურებას, რაც თეთრი ცხიმის წვას იწვევს.

ამერიკელმა მეცნიერებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერიმენტებიც ჩაატარეს და როგორც აღმოჩნდა, დაბალ ტემპერატურაზეც იმავე რაოდენობის ცხიმი იწვება, რამდენიც მაღალ ტემპერატურაზე.

სიცხესა და მზის გულზე სეირნობა არც თუ ისე სახარბიელოა და მას შესაძლოა ბევრი უარყოფითი შედეგიც მოჰყვეს. მაგალითად როგორიცაა ორგანიზმის დასუსტება, გულყრა და მაღალი სიცხე.

რა თქმა უნდა ეს უარყოფითი მაჩვენებლები არ იგულისხმება სიცივესა და სუფთა ჰაერზე სეირნობისას. ამიტომ საკვების მიღების შემდეგ არც ჩაი მიირთვათ, არც დაიძინოთ და არც ხილსა თუ თამბაქოს მიეძალოთ. უბრალოდ ჩაიცვით თბილად და გაისეირნეთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100