18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – ამ დღეებში ვარსკვლავები აჩქარებას არ გირჩევენ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ სათანადო ფორმაში არ ხართ, ფიზიკურ აქტივობებზე უარი თქვით.
კურო – ახალი საქმის წამოწყებას ნუ იჩქარებთ. საღამოს თქვენი აზრები და ქმედებები მეტად ეფექტური იქნება. ამიტომ, საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის მეორე ნახევრისათვის დაგეგმეთ.
ტყუპები – დღის პირველ ნახევარში მეტად პატიოსანი და გამბედავი იქნებით, ვიდრე საღამოს. დღის მეორე ნახევარში საფრთხის შიში და უიმედოობა შეგაწუხებთ.
კირჩხიბი – დღის პირველ ნახევარში სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლას ნუ ეცდებით. ეს მცდელობა საღამოს უფრო წარმატებული იქნება.
ლომი – საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეს უნდა ელოდოთ თქვენს ცხოვრებაში. საღამოს თქვენს ყურადღებას მატერიალური მდგომარეობა მიიპყრობს.
ქალწული – დღის პირველ ნახევარში თქვენს ენთუზიაზმს სათანადო შედეგები არ მოჰყვება. საღამოს კი მასშტაბურ და ამბიციურ გეგმებს დაისახავთ მიზნად. დაინტერესედებით უცხოელებთან კონტაქტით.
სასწორი - დღეს შექმნილი გარემოებები მიგანიშნებენ, რომ მოჩვენებით მშვიდობას, ჩხუბი სჯობია. მეორე ნახევარს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. კარგი დღეა ბანკებთან ურთიერთობისათვის.
მორიელი – დღის პირველ ნახევარში ადრე წამოწყებულ საქმეს დაასრულებთ. შეეცადეთ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ თქვენს მეორე ნახევართან.
მშვილდოსანი – დღე ჩვეული განრიგით დაიწყება, თუმცა, ვითარება შუადღეს შეიცვლება. მიიღეთ მეტი ინფორმაცია. იყავით ყურადღებიანი და გამოიჩინეთ მოთმინების უნარი. არ არის გამორიცხული, მედიკამენტების მიღება დაგჭირდეთ.
თხის რქა – დღის პირველ ნახევარში ცუდ ხასიათზე იქნებით. მოგიწევთ სამომავლო გეგმების შემუშავება. საღამოს სასიამოვნო სიტუაციაში, დღესასწაულზე ან მეგობრების წრეში აღმოჩნდებით.
მერწყული – დღის პირველ ნახევარში სურვილი გაგიჩნდებათ იყოთ სხვებისგან გამორჩეული და განსაკუთრებული. თუმცა, სურვილის რეალობად ქცევას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარს ოჯახის წევრებთან, ჰარმონიულ გარემოში გაატარებთ.
თევზები – დღეს მეორე ნახევარი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაგიწევთ. სახოგადოება და გარემოებები თქვნს საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ.
კომენტარი