საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3560 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 22 ადამიანი. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა. გუშინ საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
კომენტარი