როცა სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე ვირუსი - რუსეთში, ნივრის თაიგულებით, ონლაინ ქორწილები დაიწყო
როცა სიყვარული უფრო ძლიერია ვიდრე კორონავირუსი - რუსეთში პირველი ონლაინ ქორწილები დაიწყო. ცერემონიალები საკმაოდ სერიოზულად ტარდება: ონლაინ სტუმრებით დაწყებული მხურვალე ოვაციებით დასრულებული.
ახალდაქორწინებულებს სახალისო საქორწინო თაიგულიც კი შეუძლიათ, რომ შექმნან, მაგრამ არა ყვავილებისგან, არამედ თემატურად - ”ანტივირუსული”, მაგალითად, ნიორიდან!
"წამყვანის თქმით, ქორწილებმა, ორგანიზატორების ყველა მოლოდინს გადააჭარბა", - წერს კომსომოლსკაია პრავდა.
ონლაინ რეჟიმში უკვე ერთი უჩვეულო ქორწილიც გაიმართა - ნიღბები და ხელთათმანები ამშვენებდნენ ახალდაქორწინებულებს დამცავ ლუქსში. ასევე იყო ქორწილიც, რომელსაც ასობით მოწვეული სტუმარი ჰყავდა ჩართული ინსტაგრამიდან.
უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი