სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეგეტა მოტორსი ქართველი ექიმებისთვის

„თეგეტა მოტორსი“ კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ექიმებს სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით. #თეგეტაექიმებთანერთად აღნიშნული კამპანია სწორედ დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია - ასე აფასებენ კომპანიაში.

ამ რთულ პერიოდში თეგეტა უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების, სანიტრების ტრანსპორტირებას, სამსახურამდე და შემდეგ სახლებში, ამ ფორმით დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული პერსონალის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს დედაქალაქში და მათი ტრანსპორტირება ხდება თბილისის შემოგარენი რაიონებიდან.

ყველა მძღოლი სრულად არის ეკიპირებული და დაცულია ვირუსის გადადების ნებისმიერი შემთხვევისაგან, აცვიათ სპეციალური კომბინიზონები, ხელთათმანები, უკეთიათ სათვალე და პირბადე, ასევე მუდმივად კეთდება აღნიშნული ავტომობილების სრული დეზინფექცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100