სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უფროსის მიერ რუსი ინსპექტორების "გატისკვა" და გინება ვიდეოზე გადაიღეს

დიდი სკანდალი გამოიწვია ომსკელი „გაიშნიკების“ ერთ-ერთ თათბირზე ფარულად გადაღებულმა კადრებმა, რომელიც ერთ-ერთმა „გატისკულმა“ ინსპექტორმა ტელეფონით, მალულად გადაიღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ვიდეო ყურადღებას არამხოლოდ არანორმატიული ლექსიკის გამო, არამედ იმით იპყრობს, რომ თათბირზე განიხილავდნენ თემას, როგორ უნდა გაზარდონ სტატისტიკური მაჩვენებლები: უფროსი თანამშრომლებს მხოლოდ იმის გამო აგინებს დედაზე, რომ ისინი „ძალიან მცირე რაოდენობის ოქმებს“ აფორმებენ და მხოლოდ „ნამდვილ დარღვევებზე“ არიან ჩასაფრებულები.

ყველაზე მეტად თათბირზე ორ თანამშრომელს „მოხვდა“ და, სავარაუდოდ, მობილურ ტელეფონზეც ეს ყველაფერი ერთ-ერთმა მათგანმა გადაიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100