რას ვნანობთ ყველაზე ხშირად?
დრო მიდის, ვიცვლებით, ვვითარდებით, დღითიდღე გვემატება წლები, ხოლო წლების მატებასთან ერთად იზრდება სინანული იმის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ.
ქვემოთ მოცემულია 20 რამ, რის გაუკეთებლობასაც ხანშიშესული ადამიანები ხშირად ნანობენ :
დროულად არ დაამთავრეთ ურთიერთობა, რომელიც ტკივილს გაყენებდათ.
ამჯობინეთ გეკეთებინათ საქმე, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებდათ.
თქვენი ე.წ. „ცომფორტ ზონე”-ის მიტოვების შეგეშინდათ.
არ გამოიყენეთ უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობა.
არ გამოიყენეთ ყოველი შანსი იმისა,რომ გემოგზაურათ.
მზისგან დამცავი ლოსიონის დროულად წასმა დაგავიწყდათ.
გამოტოვეთ შანსი დასწრებოდით ყველა თქვენი საყვარელი მომღერლის კონცერტს.
საზოგადოებრივი აზრის კლანჭებში მოექეცით და მარტივად თქვით უარი იმაზე, რაც ბედნიერებას განიჭებდათ.
არ მიაქციეთ ყურადღება თქვენს ფიზიკურ განვითარებას ,რომელსაც ასე საჭიროებდა თქვენი სხეული გარდატეხის ასაკში ასე საჭიროებდა .
დაგავიწყდათ, რომ თქვენ საოცრად ლამაზი და მომხიბვლელი ხართ!
დიდხანს ყოყმანობდით გეთქვათ ადამინისთვის :მე შენ მიყვარხარ!
დროულად არ მიაქციეთ ყურადღება თქვენს კბილისღრუს.
დაივიწყეთ თქვენი ოცნებები.
ყველას ყოველთვის თქვენს თავზე წინ აყენებდით.
არ გამოიყენეთ შანსი მანამ დალაპარაკებოდით თქვენს საყვარელ ბებიებსა და ბაბუებს, სანამ ისინი საბოლოოდ მიგატოვებდნენ.არ დაგისვამთ მათთვის კითხვები და არ მოგისმენიათ მათი მოყოლილი ისტორიები.
თქვენთვის საყვარელი ადამინებისთვის ხშირად გიტკენიათ გული.
არასდროს გიცდიათ აწმყო აწმყოშივე დაგეფასებინათ, შეგეგრძნოთ ყოველი წუთი, თუნდაც მცირე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოფილიყავით ბედნიერი მომენტით.
უმნიშვნელო დრამებზე ძალიან ბევრი დროს და ენერგიას ხარჯავდით.
დაუსრულებელი საქმეები.
ხშირად შეგშინებიათ რისკის.
ნუ შეშინდებით! გარისკეთ! ხშირად გაიღიმეთ! არასდროს უთხრათ „არა“ თქვენს ოცნებებს! ხშირად უთხარით ადამიანებს - მე შენ მიყვარხარ!
კომენტარი