პაშა ბანკი სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea პარტნიორია
22-25 სექტემბერს ბათუმი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea. პაშა ბანკი ფესტივალის სპეციალური პარტნიორია.
4-დღიანი ფესტივალი ბათუმის სასტუმრო Hilton-ში გაიმართება და მას 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ინტერაქტიული ვორკშოპები და დაჯილდოების ცერემონია. მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება არაფორმალურ გარემოში გაიცნონ კოლეგები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და გაცვალონ გამოცდილება.
პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით პაშა ბანკს წვლილი შეაქვს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი რეგულარულად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან ქვეყანაში ბიზნესის და ეკონომიკის სტაბილური განვითარება დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების პროფესიულ ზრდაზე, რომლებიც წარმართავენ საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობას და ყოველდღიურად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
„ჩვენი პარტნიორობა ფესტივალთან Ad Black Sea ძირითადად განაპირობა იმან, რომ ეს პროექტი საინტერესოა ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისათვის რეკლამის და მარკეტინგის სფეროდან. აქ ხდება გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთ გაზიარება, რაც აუცილებელია დარგის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ღონისძიებებს კერძო სექტორმა აქტიურად დაუჭიროს მხარი და ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა დადებითად აისახება ფესტივალის წარმატებით ჩატარებაზე.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
„2016 წელს გაიზარდა ფესტივალის მასშტაბი, გვაქვს 7 კატეგორია და 55 ქვეკატეგორია, მათ შორის გამარჯვებულებს კი გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სარეკლამო სფეროში სახელგანთქმული პროფესიონალებისგან ევროპიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან. კერძო სექტორის ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ფესტივალის წარმატებით ჩატარებას, რაც, თავის მხრივ, საქართველოში სარეკლამო სფეროს განვითარებას განაპირობებს.“ - ვატო ქავთარაძე, “Ad Black Sea-ს” პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.
კომენტარი