წვიმამ თბილისში სახლები დატბორა - სინოპტიკოსები წვიმას 22 აგვისტომდე ვარაუდობენ
თბილისში ძლიერი წვიმის
შედეგად, საცხოვრებელი
სახლების სარდაფები
დაიტბორა. მაშველების
გამოძახება ძირითადად
გლდანი-ნაძალადევისა
და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან
დაფიქსირდა.
ძირითადად დატბორილია
იტალიური ეზოების
სარდაფები, სადაც
ამოტუმბვითი სამუშაოები
ჩატარდა.
ამასთან სინოპტიკოსები 20-22 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმას ვარაუდობენ. მათი განცხადებით დღესვე, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. კერძოდ, თბილისში გუშინ 37 გრადუსი იყო, დღეს კი 34 გრადუსი იქნება. 20-22 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვაც.
22 აგვისტოსთვის
აღმოსავლეთ
საქართველოს
ბარში მაქსიმალური ტემპერატურა
23-28 გრადუსი
იქნება, თბილისში _ 25 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში კი, დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში 29-34 გრადუსი იქნება. ეს ტემპერატურა 22 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში 24
აგვისტოდან
აგრილდება.
კომენტარი