სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იცოდით, რომ სიყვარული ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება?

სიყვარული გარკვეულწილად ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება“ -- ასე დაასკვნეს სანკტ-პეტერბურგში, პროფესორ კოროტკოვის ლაბორატორიაში. აქ უკვე დიდი ხანია, სწავლობენ ადამიანის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფენომენს.

გაირკვა, რომ შეყვარებულის სახელის სულ უბრალო გაფიქრებაც კი ცდის ობიექტში ამ გამოსხივების მკვეთრ მატებას იწვევდა. ეს არაფერი, მეცნიერები სხვა რამემ გააოგნა:
წყვილებზე ჩატარებული თითქმის ყველა ცდისას მონიტორზე ორი ერთნაირი კაშკაშა ლურჯი ლაქა ფიქსირდებოდა -- ფაქტიურად შეყვარებულთა ბიოველები ერთმანეთში გადაედინებოდნენ. ფიზიკის კანონების მიხედვით კი სხვადასხვა მუხტებს მიზიდულობისას ერთმანეთთან მიახლოება, თითქმის შეხებამდეც კი შეუძლიათ, მაგრამ საერთო ველის შექმნა -- არასოდეს.
ადამიანები რთული სტრუქტურები არიან, სიყვარულის დროს კი ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთში გადაედინება. „მე ფიზიკოსი ვარ და არასტანდარტული რაღაცების ნაკლებად მჯერა, მაგრამ ეს... ეს შოკისმომგვრელია, რადგან ფიზიკის მიხედვით, ეს არ უნდა მოხდეს“, -- აცხადებს კოროტკოვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100