თინა ხიდაშელმა საქართველოს საქაჯეთი უწოდა და ბედნიერია რომ შვილები სამშობლოდან შორს წაიყვანა
პარლამენტარმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში გააზიარა droni.ge-ს ფოტორეპორტაჟი სათაურით „პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილის ნახევრადშიშველი ფოტოები“ რომელსაც შემდეგი კომენტარი დაურთო.
„სანდრო უსუფაშვილი, გიგა უსუფაშვილი აი ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით, ღმერთო ჩემო რა საქაჯეთია. Droni.ge პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ არა :))) სულ მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით, სულ არ ვიცნობ მაგრამ მშვენიერი, ნათელი ახალგაზრდაა და რაც უკვე გაუბანძეთ თავი მგონი საკმარისია თქვენგან ეს ამბავი არა ახალია, ძველია მაგრამ პატივი ეცით ადამიანის პირად ცხოვრებას, მით უფრო როცა სათქმელი არაფერი გაქვთ“ - წერს თინა ხიდაშელი.
ქალბატონი თინას ეს სიტყვები ალბათ ბევრს გაუჩენს ლოგიკურ კითხვას. „თქვენ პარლამენტის წევრსა და პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეს რათქმაუნდა გაქვთ შვილების საქართველოდან წასაყვანი ფული და რა ვქნათ ჩვენ, თქვენი და თქვენი თანაპარტიელების იმედზე მყოფმა რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებსაც თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი? ჩვენ ხომ თქვენ იმ იმედით მოგეცით ხმა, რომ ჩვენც შევძლოთ შვილებისთვის თუნდაც იმის ნახევრის გაკეთება რასა თქვენ თქვენი შვილებისთვის აკეთებთ? სად არის საქართველო რომელსაც არჩევნებამდე დაგვპირდით?“
იმედია ქალბატონი თინა ხიდაშელი გასცემს ამ კითხავს პასუხს და ახლაც ისე არ ჩაიხითხითებს, როგორც თავისი თანაგუნდელის, შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის სიტყვით გამოსვლისას იცინოდა სულ ცოტა ხნის წინ.
კომენტარი