სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როსტოვში 12 წლის გოგონამ თავი მოიკლა

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 9 მაისს, გვიან ღამით გოგონა, რომლის ვინაობა არ ხმაურდება, ეზოში გამოჩნდა. მეექვსეკლასელმა გოგონამ მოულოდნელად მკერდში ტყვია დაიხალა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც ხელში ეჭირა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებმა იარაღი და გოგონას გამოსამშვიდობებელი წერილი იპოვეს.

ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ გოგონამ თავისი განზრახვის შესახებ საჯარო განცხადება ერთ–ერთ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზეც გააკეთა. გამოძიება არც ამ სოციალურ ქსელს ასახელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100