სახალხო მკურნალი დომენტი გაგნიძე დააკავეს (ვიდეო)
ცოტა ხნის წინ სახალხო მკურნალი დომენტი გაგნიძე დააკავეს. ტელეკომპანია “რეალტივის” ინფორმაციით, მას ბრალი წამლის კუსტრულად დამზადებაში და არალეგალურად გასაღებაში ედება.
დომენტი გაგნიძე მის მიერ დამზადებულ, შემდეგ კი ლიცენზირებულ პრეპარატებს “დომენტოლი” და “გაგენოლი” კიბოთი დაავდებულებს მკურნალობის მიზნით უწერდა და გასამრჯელოსაც იღებდა.
სახალხო მკურნალის დაკავებაზე სამართალდამცავებს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ დომენტი გაგნიძე არაერთხელ იყო სტუმრად ქართულ სატელევიზიო გადაცემებში. საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ვახო სანაიას რეპორტაჟში“ მას გადაცემი ერთი ნაწილი დაეთმო, სადაც სტუდიაში თვითონ მკურნალიც იყო მიწვეული.
„დრონი.ჯი“ გადაცემის სწორედ იმ ნაწილის ფრაგმენტს გთავაზობთ, სადაც უკვე დაკავებული სახალხო მკურნალი თავისი პრეპარატების სამკურნალო თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას.
კომენტარი