ქალაქ კაიუანში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს დაესხა თავს - დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი
სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ კაიუანში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს დაესხა თავს. დამნაშავე დაკავებულია, მისი მოტივები კი ამ დრომდე უცნობია.
მსგავსი ინციდენტები ჩინეთისთვის იშვიათობაა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში დანით შეიარაღებული ადამიანების თავდასხმები ხშირად ხდება. დამნაშავეები ხშირ შემთხვევაში მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან, ან თავდასხმებს შურისძიების მიზნით ახორციელებენ.
კომენტარი