მიხეილ სააკაშვილი: შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ
შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ პატრიოტი ადამიანები დაკარგა, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ავარიაში დაშავებულ მგზავრებს, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
"შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს! დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა.
კომენტარი