სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოეტი ნიკო მიქაია გიორგი გილიგაშვილზე: სულ რომ კაცი მოკლას, მე მაინც იქ ვიდგები, სადაც ის დგას

აი, რას წერს პოეტი ნიკო მიქაია მის მეგობარ გიორგი გილიგაშვილზე, რომელიც ამჟამად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეა:

15 წელია მოვდივართ ერთად, 15 წელია მეორე ოჯახი მყავს და ის ჩემი ძმაა! მე ვერასოდეს ვიქნები ობიექტური მის მიმართ და სულ რომ კაცი მოკლას(გარწმუნებთ ეს არასოდეს მოხდება), მე მაინც იქ ვიდგები, სადაც ის დგას. ჩვენ მოვდივართ იმ დროიდან, როდესაც ჯერ წვერიც კი არ გვქონდა სახეზე! ერთად გამოვიარეთ ცხოვრების ნახევარი ორივემ! ბევრი ჭირი იყო, ბევრიც-ლხინი. იყო ქარტეხილები და იყო ქარიშხლები, ჩვენმა ძმობამ ამ ყველაფერს გაუძლო და მოვედით დღემდე!

მაგრამ მე არასოდეს გთხოვთ არაობიექტურად დაუჭიროთ მხარი მას! ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე გთხოვთ დღეში ერთხელ ნომერზე 0903 300 334, რატომ? იმიტომ რომ ის ამას იმსახურებს! ის დაამტკიცებს, რომ საუკეთესოა და ობიექტურად იმსახურებს გამარჯვებას. მან გუშინ გადადგა პირველი ნაბიჯი! მისი ნიჭი ძალიან მრავალფეროვანია და ის ბევრი მიმართულებით არის ფავორიტი ხელოვნებაში და რაც მთავარია ადამიანობაში!

ამიტომაც გთხოვთ, მხოლოდ ობიექტურად შეაფასეთ ხოლმე ის და დღეში ერთხელ დარეკეთ ნომერზე 0903 300 334 ... გიო ამას იმსახურებს, როგორც ხელოვანი, როგორც ქართველი, როგორც კაცი, როგორც ნიჭიერი და უბრალოდ როგორც ადამიანი! გიო გილიგაშვილი იმსახურებს გამარჯვებას...

მადლობა წინასწარ ყველას“- წერს ნიკო მიქაია და წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100