27 ივლისს 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა
ხვალ, 27 ივლისს 21-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელებაა. ის დაახლოებით 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდება და თბილისის დროით 00:21 წუთს დაიწყება. ამასთან, მთვარე ამ დროის მონაკვეთში დედამიწისგან მაქსიმალურად დაშორებული იქნება. სრულად დაბნელების ნახვის შესაძლებლობა ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ავსტრლიის ყველა ნაწილში იქნება შესაძლებელი, ანუ ყველგან ჩრდილოეთ ამერიკის გარდა.
კომენტარი