უკრაინაში ახალგაზრდა "ჯადოქრის" უძველესი სამარხი აღმოაჩინეს
უკრაინაში უძველესი სამარხი აღმოაჩნეს, რომელიც დაახლოებით ჩვ.წ.აღ-ით III-IV საუკუნისაა.
როგორც მკვლევარები აცხადებენ, ჩონჩხი ახალგაზრდა, დაახლოებით 25 წლამდე ასაკის ქალს ეკუთვნის და შესაძლოა ის მოკლეს, რადგან ჯადოქრობაში დასდეს ბრალი და კუდიანად მიიჩნიეს. ამის ფიქრის საფუძველს ის იძლევა, რომ მიცვალებული სახით მიწისკენ წევს და ზურგზე აქვს ხელები შემოხვეული.
კომენტარი