სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აირინი" ნიუ-იორკშია (განახლებადი ფოტოვიდეორეპორტაჟი)

განახლებულია: 22:30სთ:

"აირინმა" ნიუ-იორკს უკვე გადაურა, თუმცა, ქალაქი დიდად არ დაუზარალებია. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მეგაპოლისთან მიღწევამდე ქარიშხალმა ძალა დაკარგა და ტროპიკულ შტორმად გადაიქცა - მისი სიჩქარე 140-დან 96 კმ/სთ-მდე ჩამოვიდა. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქარიშხალმა მეტროს სარკინიგზო სამი ხაზი დააზიანა. ქარიშხალს ნიუ-იორკში სერიოზული დაზიანებები არ გამოუწვია. ნიუ-იორკის მერის თქმით, ქალაქში ოფისები, საფონდო და სხვა ბაზრები გეგმის ფარგლებში, ხვალიდან გაიხსნება. განცხადება გააკეთა ვირჯინიის გუბერნატორმაც. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ქუჩებში სიარულისგან, რადგან ძლიერი წვიმები და ქარი, ასევე ჩამოგდებული ელექტროგაყვანილობები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ქარიშხალმა მილიონობით ადამიანი დააზარალა. გაფრთხილების მიუხედავად, ნიუ-იორკელები ქუჩებში გამოდიან და ქალაქი, რომელსაც არასდროს ძინავს, თანდათან იბრუნებს ძველ იერს. ერთი დღით ქალაქ-მოჩვენებად გადაქცეული ნიუ-იორკი "აირინისგან" მიყენებულ მცირე ჭრილობებს იშუშებს. სამაგიეროდ, სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის აჶმოსავლეთ სანაპიროს 6 შტატის მოსახლეობა. წინასწარი მონაცემებით, "აირინის" შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-დე გაიზარდა.

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "აირინი" ნიუ-იორკს 40 კმ/სთ-ს სიჩქარით უახლოვდებოდა, ამასთან, ეპიცენტრის ზოგიერთ რაიონში ქარიშხლის სიძლიერე 140 კმ/სთ-ს აღწევდა მაშინ, როცა ქარიშხლის ეპიცენტრი 64 კმ-ით არის დაშორებული ნიუ-იორკის სამხრეთ-დასავლეთის მისადგომებიდან.

ნიუ-იორკის ქუჩები უკაცრიელი იყო, აქა-იქ მხოლოდ სამაშველო სამსახურის მანქანები გადაადგილდებოდნენ. არ მუშაობდა მეტრო და სხვა საზოგადოებრივი ტრანპორტი. ჯერჯერობით ისევ დახურულია ქალაქში მოქმედი ხუთივე აეროპორტი. საერთო ჯამში, ქალაქიდან 370 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ვაშინგტონის გარეუბნებში დაახლოებით 150 ათასი კაცი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დავამატებთ, რომ ქარიშხლამდე რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკის შტატში 2.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა, რაც, სავარაუდოდ, ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია. ეპიცენტრი ალტამონტთან დაფიქსირდა. როგორც შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, მიწისძვრის შემდეგ მან გასცა ბრძანება, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურის გადახედვა, მათ შორის Blenheim-Gilboa - ჰიდროელექტრიკული სადგურის. ამ დროისთის, ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვიდეო: vimeo.com: ბრუკლინის ქუჩები შტორმის შემდეგ

Hurricane Irene Coverage with Beto Vargas [from Bushwick, Brooklyn] from Beto Vargas on Vimeo.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100