სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალის 15 ქცევა, რაც მამაკაცს ყველაზე მეტად აღიზიანებს

იდელური არც ქალი და არც მამაკაცი არსებობს. შესაბამისად, როვიე სქესს აღიზიანებს საყვარელი ადამიანის მინუსები, რაც არ უნდა ძლიერი იყოს მათ შორის გრძნობა. ამიტომ, ჯობია, სანამ საყვარელ მამაკაცებთან გარკვეული უთანხმოებები და უხერხული მომენტები წარმოიქმნება, ქალმა მანამდე იცოდეს იმ ქცევების შესახებ, რომლებიც მამაკაცს ყველაზე მეტად აღიზიანებს საპირისპირო სქესში.

გთავაზობთ უარყოფითი ქცევების ჩამონათვალს, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია ურთიერთობის სრულყოფისთვის.

ყოფილზე საუბარი ან მისი ხსენება საყვარელ მამაკაცთან - იმის გააზრება, რომ თქვენ კიდევ გახსოვთ წარსული სიყვარული, მამაკაცისთვის გამაღიზიანებელია. ეს ქალისთვისაც უსიამოვნოა, როდესაც მამაკაცი ყოფილი გოგოების შესახებ საუბრობს და ახსოვს ისინი.

ტყუილი სექსის დროს - ქალი ხშირად გამოხატავს გადამეტებულ ემოციებს, იმისთვის რათა მამაკაცს ასიამოვნოს, ხშირად უტრირებს და კაცი ამ დროს ხვდება, რომ მის პარტნიორს აქტი ასე ძალიანაც არ სიამოვნებს. არც ის მოწონთ, როცა ემოციებს მალავენ და ჩუმად არიან.

პირველივე სექსის შემდეგ საერთო მომავალზე საუბარი - პირველი სექსი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ თანაცხოვრება გარანტირებული გაქვთ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ არც ისეთი კმაყოფილი დარჩეს თქვენთან სექსობრივი კონტაქტით და საერთო მომავალზე საუბარი კიდევ უფრო გააღიზიანებს მას, იმდენად, რომ განმეორებითი სექსიც აღარ გექნებათ. ჯობია, მას დაელოდოთ, როდის მოინდომებს საერთო მომავალზე საუბარს.

ქცევა, რომელიც უბიძგებს ეჭვიანობისკენ - ბევრი ქალი პროვოცირებას უკეთებს მამაკაცს და აიძულებს იეჭვიანოს. ეს მათ გარკვეულწილად მოსწონთ, რადგან ფიქრობენ, რომ მამაკაცი თუ ეჭვიანობს, ესე იგი ქალი ძალიან უყვარს. სინამდვილეში ასეთი ქცევები საბოლოოდ ქალისადმი ინტერესს უკარგავს კაცს. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნო იქნებოდა, რომ იგივე გაეკეთებინა მას?

რესტორნის მენიუდან დიეტური სალათის არჩევა - რა თქმა უნდა, ძალიან კარგი, როდესაც ფიგურას უფრთხილდებით და დიეტურად იკვებებით, ამასთანავე ამას ხომ მის გამოც აკეთებთ, რათა მუდმივად იზიდავდეთ, თუმცა რესტორანში თუ გპატიჟებთ და თქვენ მხოლოდ სალათს შეუკვეთავთ, ეს არც ისეთი სასიამოვნო იქნება თქვენი პარტნიორისთვის, რადგან მას სურდა ერთად გაგესინჯათ რაიმე გემრიელი, გაეზიარებინა საკუთარი გემოვნება თქვენთან.

„მისი ტერიტორიის“ დარღვევა - უამრავ მამაკაცს ნამდვილი ქაოსი აქვს სახლში. თქვენ ცდილობთ ასიამოვნოთ, თუმცა დალაგების შემდეგ წერგიში მოყვანილი გარემო მის იდეალურ ბუდეს აღვევს, არ იცის ესა თუ ის ჩასაცმელი რომელ კარადაშია, სად წაიღეთ მისი კუთვნილი აქსესუარები და ა.შ. დალაგებულ ოთახებში ვერასდროს პოულობს საჭირო ნივთებს. და თუ საქმე მის სამუშაოს ეხება, აქ ჯობია საერთოდ არ ჩაერიოთ.

აბაზანაში დიდ დროს ატარებთ - საერთოდ, ჯობია შხაპი მაშინ მიიღოთ, როცა სახლში არავინაა. ასე უფრო მშვიდად მოახერხებთ სასიამოვნო პროცედურის ჩატარებას, როცა არავინ გაჩქარებთ. მამაკაცს ძალიან აღიზიანებს, როცა სადმე ეჩქარება და თქვენ დაკავებული გაქვთ ვანა, თანაც იც ვერ იგებს, რას აკეთებთ იქ ამდენ ხანს, წყლის გადავლებას ხომ თავად სულ რამდენიმე წუთს ანდომებს. დიახ, მამაკაცი ვერასდროს გაიგებს ქალები რატომ რჩებიან დიდხანს შხაპის ქვეშ, მათთვის აბაზანის მიღება ხომ მხოლოდ საჭიროების გამო ხდება, ქალები კი შხაპთან ერთად სიამოვნებასაც იღებენ და ფსიქოლოგიურად მშვიდდებიან.

მინიშნებებით საუბარი - ქალები ყოველთვის გადატანითი მნიშვნელობით ესაუბრებიან მამაკაცებს - ეს ის ჩვევაა, რაც ყველა ქალს ახასიათებს. საპირისპირო სქესს კი პირდაპირ ნათქვამი ურჩევნია, რადგან ეზარებათ, ჩაუღრმავდნენ ფრაზებს. რაც არ უნდა მიანიშნოთ, ის მაინც ვერასდროს მიხვდება თქვენს აზრს და ეს ძალიან აღიზიანებს.

გრძნობებზე საუბარი - ქალი ფაქიზი სულის არსებაა, სხვანაირად გრძნობს, სხვა ემოციები აქვს და უყვარს ამ ყველაფრის საყვარელ მამაკაცთან გაზიარება. მისგან განსხვავებით, კაცი ვერ იგებს, რატომ უჩნდება ქალს მოთხოვნილება ამა თუ იმ გრძნობაზე საუბრის. როცა ის რამეს ვერ ხვდება, არ ცდილობს ჩაუღრმავდეს, უბრალოდ ღიზიანდება.

სხვების გაკრიტიკება - ქალს უყვარს სხვისი ჩაცმულობის, ქცევების, მანერებისა თუ ზოგადად ცხოვრების გაკრიტიკება. არ ელოდოთ, რომ მამაკაცი ამ საუბარში აგყვებათ. მას აზრადაც არ მოუვა, განიხილოს სხვისი უგემოვნო ჩაცმულობა ან არასწორი საუბრის მანერა. ვერ იტანს, როცა ქალი ასე აკვირდება სხვებს და უარყოფით ემოციებს გამოხატავს.

მისი მეგობრებისადმი თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება - მეგობრები მამაკაცისათვის ყველაზე სუსტი წერტილია, რომელსაც თქვენ ვერაფერს მოუხერხებთ, ამიტომ, ჯობია შეურიგდეთ ბედს, რომ ხშირად მათ თქვენზე წინ დააყენებს.

მისი შოპინგზე წაყვანა - არც ისე ცოტა მამაკაცს უყვარს შოპინგზე სიარული, თუმცა ისეთი უფრო ბევრია რაოდენობრივად, ვისაც ეს პროცესი არ მოსწონს. ასეთი ტიპის მამაკაცსითვის შოპინგი დროის უაზრო ხარჯვაა და ვერ ხვდება, რატომ ანიჭებთ ქალებს ეს ყოველივე სიამოვნებას.

გამუდმებით თქვენს სიმართლეზე ხაზგასმა - როდესაც მას რაიმე უსიამოვნება შეემთხვევა, ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება და თქვენ უმატებთ სიტყვებით: „ხომ გაფრთხილებდი“; „ასეც ვიცოდი“; „რატომ არ დამიჯერე“ - ეს მას ვერ დაეხმარება და კიდევ უფრო საშინელ განწყობაზე დააყენებთ.

მოსთხოვოთ ანგარიშის ჩაბარება - არანაირი გრძნობა და ქორწინება არ გაძლევთ უფლებას, მოსთხოვოთ ანგარიში ჩაგაბაროთ, მისი თქვენდამი პატივისცემა ისედაც ითვალისწინებს საქმის კურში ჩაგაყენოთ სად და ვისთან ერთად დადის და როგორ ატარებს დროს, დამატებით თქვენ ნუღა დაძალებთ თითოეული დეტალი გითხრათ, ეს აიძულებს საერთოდ აღარ გითხრათ ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

თვლიდეთ, რომ „ყველა კაცი ერთნაირია“ - ეს საშინელი ფრაზა ყოველთვის აფუჭებს ურთიერთობას. რა კონტექსტშიც არ უნდა ახსენოთ ეს სიტყვები, მას მამაკაცი წყობიდან გამოყავს და თქვენს მიმართ ძლიერ ბრაზს უჩენს გულში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100