სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნიკალური საგანძური – წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ უკვე გაყიდვაშია!

უნიკალური გამოცემა „პატრიარქის ნათლულები“ უკვე გაყიდვაშია. უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიულ გამოცემაში პატრიარქის მიერ 2008-2015 წლებში მონათლულთა სია მონათვლის წლისა და ანბანური რიგის მიხედვითაა წარმოდგენილი.

ალბომში შეტანილია უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოღვაწეობისა და საყოველთაო ნათლობების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა და ის ქადაგებები და ლოცვები, რომლებიც ნათლულების მიმართაა და ასევე ოჯახის სიწმინდესა და ღირებულებებს ეხება.

სპეციალურად ალბომისთვის შეიქმნა ქართული ანბანის განსხვავებული, მხატვრული ვერსია, რომელიც საზედაო წარმოსაჩენად იქნა გამოყენებული და ალბომს კიდევ უფრო განსხვავებულ იერს სძენს.


ტელეწამყვანი, მრავალშვილიანი დედა, სალომე გოგიაშვილი ამბობს, რომ ბევრი შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა. „ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბევრი შვილი მეყოლებოდა, მაგრამ ღვთის ნებით ასე მოხდა და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, რომ ორი მათგანი - 2 წლის ირაკლი და 11 თვის დუდა პატრიარქის ნათლულები არიან. ეს ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მადლი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვცდილობ შვილები ეკლესიურად აღვზარდო, ამაში მათი ნათლია კახა მიქიაშვილი ძალიან მიწყობს ხელს. როდესაც შევიტყვე, რომ წიგნი-ალბომი „პატრიარქის ნათლულები“ უნდა გამოსულიყო, უზომოდ გამიხარდა. ვაპირებ აუცილებლად შევიძინო ეს მართლაც უნიკალური გამოცემა. იგი ყველაზე საპატიო ადგილს დაიკავებს ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში და თაობიდან თაობას გადაეცემა იმ მადლის დასტურად, რაც პატრიაქრისგან გვერგო წილად“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.

ცნობილი მოდელი, თაკო ჩხეიძე, მიიჩნევს, რომ თავის დროზე, მართლაც არაჩვეულებრივი და საჭირო ინიციატივა გამოთქვა პატრიარქმა, როდესაც ბრძანა, რომ ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია თავად გახდებოდა. მე თავად ვიცი ბევრი ფაქტი, როცა წყვილი მეტი შვილის გაჩენას აღარ აპირებდა, ამ ინიციატივის შემდეგ კი მათ ოჯახში მესამე და კიდევ უფრო მეტი შვილი გაჩნდა.

როდესაც გავიგე, მესამე შვილი მეყოლებოდა, პირველი სიხარული ის იყო, რომ მისი ნათლია პატრიარქი გახდებოდა. მართლაც, პატარა თვეების იყო, როცა მოვნათლეთ და ამ მოვლენას ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემი შვილი ჯერ პატარა და ვერ აღიქვამს იმ ფაქტს, რომ ილია მეორე მისი ნათლიაა, მაგრამ როცა უწმინდესს ტელევიზიით აჩვენებენ, ყოველთვის ვეუბნები, რომ ის მისი ნათლიაა. თავიდან უკვირდა, მაგრამ ახლა თითქოს აღიქვამს კიდეც და თითქოს რაღაც თავისებურ სიხარულს გამოხატავს კიდეც.

რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რომ გამოდიოდა წიგნი „პატრიარქის ნათლულები“, სადაც ჩემი შვილის სახელი და გვარიც მოხვდებოდა. მოუთმენლად ველოდი ამ წიგნის გამოსვლას და ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ამ გამოცემას შეიძენს. წიგნის გამოცემის იდეაც თავის მხრივ შესანიშნავი ინიციატივაა, რომელიც რამდენიმე ათასობით ნათლულს გააერთიანებს და ვფიქრობ, ყველა მათგანის ოჯახში ეს წიგნი ალბომი დიდი საგანძური იქნება“,– აცხადებს თაკო ჩხეიძე.

ფეხბურთელის ზურაბ ხიზანიშვილისა და მოდელის სალომე ღვიანიაშვილის წყვილიც მრავალშვილიანია და პატრიარქი მათი მესამე შვილის ნათლიაა.

ზურა ამბობს, რომ მასსა და სალომეს მანამდეც უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ, ამიტომ მესამე ბავშვის გაჩენა უშუალოდ არ უკავშირდება პატრიარქის გადაწყვეტილებას, მართლმადიდებლურ ოჯახებში დაბადებული მესამე ბავშვის ნათლია გამხდარიყო. „თუმცა, მე და ჩემმა მეუღლემ, ნიტას დაბადებისთანავე გადავწყვიტეთ, რომ მას აუცილებლად პატრიარქი მონათლავდა.

ჩემთვის ეს დიდი სიხარული ცოტათი დაჩრდილა იმ ფაქტმა, რომ ნათლობის დროს თბილისში არ ვიყავი. იმ დროს ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბში ვთამაშობდი და საქართველოში ჩამოსვლა და ნათლობაზე დასწრება ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ, ჩემი უფროსი ქალიშვილი -ტასო მიყვებოდა ნიტას ნათლობისა და პატრიარქთან შეხვედრისგან მიღებული შთაბეჭდიელებების შესახებ. ტასო მაშინ მხოლოდ 4 წლის იყო და როდესაც უწმინდესმა ნათლულები დალოცა, მასთან ტასოც მიუყვანიათ.ტასო აღფრთოვანებული მიყვებოდა, როგორი საყვარელი ხელები ჰქონდა პატრიარქს, როდესაც მას მოეფერა და დალოცა. საოცარია, რომ ჩემი გოგონა ზუსტად აღწერდა იმას, რასაც თავადაც ვგრძნობდი უწმიდესთან შეხვედრისას, როცა ის მლოცავდა და ხელზე ვემთხვეოდი ხოლმე. თითქოს მისი ხელიდან არაამქვეყნიური სითბო და სიყვარული მოდიოდა“, – ამბობს ზურა ხიზანიშვილი.

„უწმინდესი ყველასთვის საყვარელი და ძვირფასი ადამიანია, ამიტომაა, რომ სიყვარულითაა გარემოცული. ამიტომ აფასებენ მას და ენდობიან. მის ღვაწლს აღიარებენ, თუმცა ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ მეტად ვისმენდეთ მისას, ანუ იმ ადამიანისას, ვინც ჩვენ - ყოველ ქრისტიანს ქრისტესთან გვაკავშირებს, ვინც ჩვენთვის ლოცულობს. უზომოდ მიყვარს ჩემი შვილები. ამიტომ ძალიან მეიმედება, რომ უწმიდესი ჩემი ოჯახის ნათესავია და მისი ლოცვა იფარავს ჩემს ბავშვებს. თავად ნიტაც ამაყობს უწმინდესი ნათლიით და ზოგჯერ ისეთ ბრძნულ აზრებს ამბობს ამასთან დაკავშირებით, რომ მეც მაკვირვებს და დედმისსაც.

ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ უნდა გამოვიდეს წიგნი „პატრიარქის ნათლულები“, სადაც პატრიარქის მოღვაწეობის ამსახველ ფოტოილუსტრაციებთან ერათად შეტანილი იქნება პატრიარის მიერ მონათლულთა სია. ძალიან მიხარია, რომ მათ შორის ჩემს შვილსაც ვნახავ. ვაპირებ აუცილებლად შევიძინო ეს წიგნი – ალბომი და თაობებს შევუნახო იმ დიდი მადლის დასტურად, რაც ჩემს ოჯახს პატრიარქისგან გადმოეცა.“

როგორც გამომცემლობა „საოჯახო ბიბლიოთეკაში“ აცხადებენ, წიგნი–ალბომი, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება გაყიდვაში, ვინაიდან გამოცემა თავდაპირველად მცირე ტირაჟით დაისტამბა. ალბომი არ გაიყიდება წიგნის მაღაზიებში და ასევე არანაირ სავაჭრო ქსელში, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ განკუთვნილია ნათლულთა ოჯახებისათვის. ალბომის შეძენა შესაძლებელია გამომცემლობის ოფისში (თბილისი, გურამიშვილის #64), ასევე ონლაინ რეჟიმშიც ვებ–გვერდზე www.qronografi.ge, მუშაობს შინ მიწოდების სერვისიც. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ „საოჯახო ბიბლიოთეკას“ შემდეგ ნომრებზე: 032 2 518518; 593 900 810; 558 651159; 598 989254; 593 464571;

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100