სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილს სქესის შეცვლა სურს

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილს სქესის შეცვლა უნდა. 9 წლის გოგონა სახელად შაილო პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტსა და ბიჭად ქცევაზე ოცნებობს. ამ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით გოგონას ეს იდეა მას შემდეგ დაებადა, რაც გაიგო, რომ კიმ კარდაშიანის მამინაცვალმა სქესი შეიცვალა.

ცნობილი ფაქტია, რომ გოგონა თოჯინების ნაცვლად სამურაის ხმლებით თამაშობს, კაბებს ბიჭური სამოსი ურჩევნია და ნაცნობებს სთხოვს პიტერი დამიძახეთო. ბრედი და ანჯელინა ამ ამბით შეშფოთებულნი არ იყვნენ. წყვილი ამაყობს იმთ რომ შვილებს თავისუფლებას აძლევენ და შესაბამისად შაილოსაც არავინ არ უკრძალავდა ამ გატაცებას.

„შაილოს უნდა იყოს ბიჭი, ამიტომ მას თმას მოკლედ ვჭრით და ვაცმევთ სპორტულ სამოსს. ამის მიზეზი ალბათ ის ფაქტია, რომ შაილოში მსახიობი ცხოვრობს. მეც მომწონდა ბავშვობაში ასე ჩაცმა“ - განაცხადა ერთხელ ანჯელინამ.

ბრედი კი ქალიშვილის ახირებას ბავშვურ ცელქობას უწოდებდა და დარწმუნებული გახლდათ, რომ როდესაც შაილო გაიზრდება ის ქალურობას ისწავლის და ამ ყველაფერს დაივიწყებს.

თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია დაიძაბა, რადგან გოგონა დაჟინებით ითხოვს პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტს. ანჯელინამ მისი სურვილის გათვალისწინების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მამა და ბებია დედას ეწინააღმდეგებიან.

ამ ეტაპზე ალბათ არა აქვს მნიშვნელობა რას გადაწყვეტს ვარსკვლავური წყვილი, რადგან მსგავს ოპერაციებს არასრულწლოვნებს არ უკეთებენ.

ცნობისთვის შაილო ბრედისა და ანჯელინას პირველი ბიოლოგიური შვილია, მის გარდა წყვილს 2 ბიოლოგიური და 3 აყვანილი შვილი ჰყავს.

(ასევე იხილეთ: ადრიანო ჩელენტანოს ქალიშვილს ცოლი მოჰყავს)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100