სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად შეიძლება მდიდარი ქმრის პოვნა? რჩევები ანგარებიან ქალბატონებს

იმისათვის რომ მდიდარი და რესპექტაბელური ბოიფრენდი გყავდეთ სილამაზე და კარგი ხასიათი საკმარისი არ არის, აუცილებელია სტრატეგიაც, რომელიც სასურველი მამაკაცის პოვნაში დაგეხმარებათ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ფულიანი მამაკაცის გაცნობაში დაგეხმარებათ.

ყველაზე მარტივი გზაა, ნაცნობ-მეგობრების დახმარებით გაარკვიოთ სად ატარებენ დროს ის მამაკაცები, რომლებიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ იმ დაქალების რჩევები, რომლებიც თავად არიან მდიდრები ან მდიდარი ქმარი/ბოიფრენდი ყავთ, მათ აუცილებლად ეცოდინებათ სად უნდა ეძებოთ თქვენი ოცნების მამაკაცი, რადგან მის წრეში ტრიალებენ.

თუ არ გყავთ ისეთი დაქალი, რომელიც დაგეხმარებათ ნუ დაღონდებით, სხვა გზებიც არსებობს. სად დადიან მდიდარი და წარმატებული მამაკაცები? რესტორნებში, მათი ინტერესების სფეროს შესაბამისი ღონისძიებები. გადახედეთ ანონსებს გაზეთებში, გაარკვიეთ სად რა ხდება და ხშირად ეწვიეთ გამოფენებს, საჯარო ლექციებსა და პრეზენტაციებს.

წარმატებული და მდიდარი მამაკაცები მხოლოდ მაღალ კლასს ირჩევენ, სასტუმროები, კურორტები, სალონები, სპორტდარბაზები, მაღაზიები, კვებისა და სამედიცინო მომსახურების ობიექტები, მათი პოვნა შესაძლებელია ყველგან სადაც მაღალი ფასებია.

შესაძლოა სულაც არ გაინტერესებდეთ ბიზნესი, მაგრამ მაინც ხშირად უნდა ეწვიოთ ბიზნეს ტრენინგებს, აქ თქვენთვის სასურველი მამაკაცების მთელ არმიას შეხვდებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100