ჩინეთმა ZBL-09 ექსპორტზე გაიტანა
ჩინეთმა ექსპორტზე გაიტანა ჯავშანმანქანა ZBL-09. ექსპორტისათვის აღნიშნული მანქანის სამი ვარიანტი იწარმოება. ესენია: ჯავშანტრანსპორტიორი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. ZBL-09 ჩინეთმა შეიარაღებაში 2009 წელს მიიღო. ითვლება, რომ ეს ჯავშანმანქანა, მთლიანად ჩინური ქმნილებაა.
ZBL-09–ის წონა 21 ტონაა, სიგრძე– 8 მ, სიგანე– 3 მ, ხოლო სიმაღლე – 2.1 მ. შეუძლია განავითაროს 100 კმ/სთ. ჯავშანტრანსპორტიორის ვარიანტს ეკიპაჟის 3 წევრისა და 7 მებრძოლის გადაყვანა შეუძლია. „БМП“–ს ტიპის ZBL-09 აღჭურვილია 30 მმ–იანი ქვემეხით, ხოლო თვითმავალი – 105 ან 122 მმ–იანი ჰაუბიცით.
კომენტარი