თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, დავით ნარმანია სტუდენტებს შეხვდა
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა და ახალგაზრდებისთვის სამინისტროს საქმიანობის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებების სპეციფიკის გაცნობას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმოხილვას ისახავდა მიზანად.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრსა და სტუდენტებს შორის დიალოგიც გაიმართა.
დავით ნარმანია: ,,სტუდენტებმა დასვეს კონკრეტული კითხვები, რაზეც მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე და გამოთქვეს მოსაზრებები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს მათი გათვალისწინება და ასახვა ჩვენ საქმიანობაში. სტუდენტები, როგორც მომავალი სპეციალისტები, ყოველთვის საინტერესო მოსაზრებებით ხასიათდებიან. ამიტომ ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა მათთან შეხვედრა და დისკუსია''.
კომენტარი