სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეიცვალა მთავრობა, მაგრამ არაფერი ჩანს და კიდევ ახალი გვინდა"

droni.ge აგრძელებს ხალხის აზრის გაგებას. ამჯერად ჩვენმა კორესპონდენტმა, რიგით მოქალაქეებს დაუსვა შეკითხვა: რა პრობლემა გაწუხებთ ყველაზე მეტად?

ციალა (68 წლის, პენსიონერი) შემოსავალი არ მყოფნის, რომ სავალდებულო რაღაცეები მქონდეს ოჯახში. მარტო პენსიაზე ვცხოვრობთ. მყავს უმუშევარი შვილი.

პაატა (51წლის ) მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა , მე2 ჯგუფის ინვალიდი ვარ ბავშვობიდან. არავინ მეხმარება და ამიტომ რამდენიმე თვეა რაც მათხოვრობა დავიწყე. თავის რჩენა ხომ მინდა? შემოსავალი რომ მქონდეს და ჯანმრთელობის გამო ხელი არ მეშლებოდეს სამსახურის პოვნაში აქ ხომ არ ვიჯდებოდი?

ეთერი (80 წლის) მე რომ მიჭირს ისე არავის უჭირს. მე სოხუმელი ვარ. შევარდნაძემ გაყიდა სოხუმი. რატომ მისცა სააკაშვილმა მას ამხელა პენსია და ჩვენ გაჭირვებულ ხალხს არა? რატომ არ დასაჯა? სახლში კიდე მყავს უმუშევარი შვილი. ეს ქვეყანა მაშინ გადარჩება ახალი ხელისუფლება რო მოვა. კი შეიცვალა მთავრობა, მაგრამ მაინც არაფერი ჩანს, კიდევ ახალი გვინდა.

გულნარა (66წლის, გარემოვაჭრე) სახლში არ მაქვს სველი წერტილები. იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ. მთავრობამ ეგ ბინა ორდერით მოგვცა მაგრამ ორდერი დავკარგეთ და მეზობელი ცდილობს დაეპატრონოს ყველაფერს, არაფრის უფლებას არ გვაძლევს. შვილი საზღვარგარეთ მყავს. პენსია არ მყოფნის და ამიტო აქ ვზივარ. ადრე სანამ დაგვეტავდნენ წითელ ბარში ვმუშაობდი, აქციების 2%-ის მფლობელიც ვარ.

ვერა ( 31წლის, ეკონომისტი) ვმუშაობ, მაგრამ ხელფასი არ მყოფნის.

მანანა (46წლის, ძიძა) უმუშევრობა არის მთელ საქართველოში. სად არი სამუშაო? ან თუ არი კიდე დაბალი ანაზღაურებით.

61 წლის ქალბატონი: იცით რა ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომელიც წლებია იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და სამართლიანობისთვის. უპრობლემო ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ძალიან გაჭიანურდა ის რასაც ქვია დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობების გამოსწორება. პირველ რიგში მე რადგანაც პენსიონერი ვარ, უკვე დავაყენებდი ამ საკითხს რომ ჩვენ, პენსიონერები ველოდებოდით ამ ხელისუფლებიდან, რომ პენსია იქნებოდა იმდენი მაინც, რომ პირველ რიგში შეგვძლებოდა გამოკვება. რაც ესაჭიროება ადამიანს. შემდეგ წამალი სჭირდება ყველა ადამიანს და მითუმეტეს პენსიონერს. ჩვენ ქვეყანაში ხარისხიან წამალს ვერ შეიძენ ან თუ შეიძენ უძვირესია. აქედან გამომდინარე წამალი თუკი ვერ შევიძინე, თუკი ვერ გამოვიკვებე, პენსიონერი თუ არ დაკმაყოფილდა თავისი პენსიით ის ქვეყანა ქვეყანას ვერასოდეს დაემსგავსება. მიტუმეტეს ევროპულ სტანდარტებს შევესაბამებითო... ყველა პენსიონერი დამეთანხმება, რომ მთავარია მოთმინება მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა, გაუარესებულ პირობებში ვართ. ელემენტარულად ადამიანს ვერ დაელაპარაკები ტელეფონზე იმხელა ტარიფია. ნახევარმა ხალხმა ბანკის გამო ბინები დავკარგეთ და კიდე 4 წელი უნდა ველოდოთ თურმე, ლოდინი კი ძნელია. არადა მარტო ელემენტარულს ვითხოვთ , რასაც შეგვპირდნენ.

რაფაელი (74წლის, პენსიონერი) მრცხვენია რომ აქ ვმათხოვრობ, ცოლი დამეღუპა. ქალი ოჯახში ყველაფერია. მხედველობა არ მაქვს და ვერ ვმუშაობ, პენსია არ მყოფნის.

მარი (25 წლის) საშინელი შრომის კოდექსი აქვს ჩვენ ქვეყანას, თუ მუშაობ და ნორმალური სამსახური გაქვს პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩება. ზოგს მაღალი ღელფასი აქვს მაგრამ დრო არ აქვს რომ ეს ფული დახარჯოს და ზოგს კიდევ პირიქით.

ლაშა (21 წლის, სტუდენტი) კი პრობლემა მაქ ალბათ ფინანსური. სტუდენტი ვარ და ვერ ვშოულობ სამსახურს, ჩემი ფული, რომ მქონდეს მინდა.

გიორგი (20 წლის სტუდენტი) ახალგაზრდები არ აქცევენ სპორტს ყურადღებას და არც სახელმწიფოს მიერ არი ძალიან დაფასებული.

ნინი (22 წლის): პირადული გითხრათ? შეყვარებული არ მყავს

ლიკა (20 წლის სტუდენტი) დასაქმების პრობლემა მაწუხებს უფრო, რაც საზღვარგარეთ არი "part time job"ები აქ არ არი და სტუდენტს ცხოვრება უჭირს.

გივი ( 73წლის, ჟურნალისტი) პრობლემები არ აქვს მარტო გიჟს.

ირინა (30წლის იურისტი) ჩემთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ის რომ ამდენი უცხოელი ყიდულობს ჩვენ ქვეყანაში უძრავ ქონებას, ეს კი მომავალში დიდ პრობლემებს შექმნის.ყოველთვის მინდოდა რომ ეს მეთქვა, გმადლობ რომ მკითხეთ.

აღსანიშნავია ისი რომ რესპოდენტთა უმეტესობამ, კონკრეტული პრობლემის დასახელებისგან თავი შეიკავა, რის მიზეზადაც პრობლემების სიმრავლე დაასახელეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100