დავით საყვარელიძე დაკითხვაზე ისევ დაიბარეს
საპარლამენტო უმცირეობის წევრი დავით საყვარელიძე დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტარი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, გამოძახების უწყების ფოტოსა და საკუთარ პოზიციას ავრცელებს.
„ეგეც ახალი უწყება) ამჯერად რას მედავებიან არ დაუკონკრეტებიათ) უბრალოდ "მოდი" სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაშიო) ალბათ დაავიწყდათ, რომ მე მაინც მაქვს ნასწავლი სისხლის სამართლის პროცესი და იურიდიულის დიპლომიც არ გამიხდია სადავო) აქვე მეგობრული რჩევა იმათ, ვინც ეს უაზროდ შედგენილო ქაღალდი გამომიგზავნა: მოწმეს მინიმუმ უნდა შეატყობინობინოთ რა საქმეზეა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში. განსაკუთრებით კი პარლამენტის წევრს სასესიო დღეს.
ბატონო ბიძინა, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ერთად-ერთი გზა პოლიტიკურ ოპონენტთან მოლაპარაკებაა და არა უშინაარსო და უაზრო უწყებების გზავნა პარლამენტის წევრებთან. ნუ დაღლით ნურც ამომრჩეველს და ნურც პროკურორებს. თუმცა მაინც პატივს ვცემ ჩემს ძველ კეთილსინდისიერ კოლეგებს, ამ შემთხვევაში შემსრულებლებს, და მზად ვარ მივიღო და გავცე პასუხი არასაპარლამენტო საათებში, ქუთაისში, პარლამენტის თანამედროვე შენობაში მოსულ გამომძიებელს ბატონ ზურაბ სამადაშვილს (მიუხედავად მაიმუნობისა)“ - წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში
კომენტარი