სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ინტენსიურ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა: რას აცხადებენ მხარეები?

აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი ვით­რე­ბა იყო. ორი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფებს შო­რის ინ­ტენ­სი­უ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია თურ­ქულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც მე­დია წერს, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი და და­ზი­ან­და სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის არ­მი­ამ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში"ფარ­თო პრო­ვო­კა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დაშ­კე­შე­ნის, ქელ­ბა­ჯა­რი­სა და ლა­ჩი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით". გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის პო­ზი­ცი­ებს შო­რის არ­სე­ბულ მი­წებ­სა და გზებ­ზე ნაღ­მებს ან­თავ­სებ­დნენ. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჯა­რე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მოხ­და შე­ტა­კე­ბე­ბი. გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ მი­ი­ღო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი კონ­ფლიქ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. "კონ­ფლიქტსა და ზა­რალ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად ერევ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეკის­რე­ბა" - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში. სა­პა­სუ­ხოდ სომ­ხუ­რი მხა­რე ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გია. "მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აგ­რძე­ლებს არ­ტი­ლე­რი­ის, ნაღმტყორ­ცნე­ბის, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის და მსხვი­ლი კა­ლიბ­რის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას. სა­მიზ­ნეა რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მოქ­მე­დე­ბე­ბი პო­ზი­ცი­ე­ბის წინსვლის­თვის. პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა არამ ტო­რო­სი­ან­მა. მისი თქმით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რად უპა­სუ­ხე­ბენ მტერს და სრუ­ლად ას­რუ­ლე­ბენ მათ წი­ნა­შე და­სა­ხულ საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნებს. ტო­რო­სი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზღვრის ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. "მო­წი­ნა­აღ­მდე­გე აგ­რძე­ლებს არ­ტი­ლე­რი­ის, ნაღმტყორ­ცნე­ბის, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის და მსხვი­ლი კა­ლიბ­რის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ვარ­დე­ნი­სის, სოტ­კის, არ­ტა­ნი­შის, იშ­ხა­ნა­სა­რის, გო­რი­სი­სა და კა­პა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­ზან­ში იღებს რო­გორც სამ­ხედ­რო, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას“, - გა­ნა­ცხა­და მან. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ა­წო­და რუ­სე­თი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტებს: ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვა, რომ მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის ქმე­დე­ბე­ბი და ხაზი გა­უს­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ წუ­ხელ აზერ­ბა­ი­ჯან­მა და­ი­წყო პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ზღვრის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ღრმა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო და ხაზი გა­უს­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რონ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია და ხაზი გა­უს­ვა სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100