სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BBC–მ ბოდიში მოიხადა

ერთადერთი რეკლამის ჩვენებისთვის, BBC -ს ხელმძღვანელობა ბოდიშს იხდის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Daily Telegraph–ი ავრცელებს. 30 წამიანი რეკლამა 22 ივლისს, BBC Two არხზე, უიმბლდონის ერთ–ერთი მატჩის მსვლელობის დროს გავიდა. მაყურებლებს ის 2011 წლის ნოემბრის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასასწრები ბილეთების ყიდვისკენ მოუწოდებდა და ტურნირის სპონსორ ბანკს, Barclays -ს ხშირად მოიხსენიებდა.

რეკლამის გამო, BBC -ს პრეტენზია ITV–ს კომერციულმა ქსელმა წაუყენა და მოსთხოვა აეხსნა, იყო თუ არა ეს რეკლამა ტელეარხსა და ტურნირის ორგანიზატორებს შორის დადებული გარიგების ნაწილი. BBC –მ განაცხადა, რომ არხი რეკლამის გაშვებას საერთოდ არ აპირებდა, ის ეთერში შემთხვევით მოხვდა და მას გარიგება არც ATP –თან დაუდია და არც უიმბლდონთან. ამის გამო, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ITV -სთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. ამ შემთხვევის შემდეგ, BBC –ს ხელმძღვანელობამ არხის მეშვეობით, ნებისმიერი სახის კომერციული სპონსორობის ტრანსლაცია აკრძალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100