სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არჩევნები თუ რევოლუცია? უკმაყოფილება დღეს პიკზეა!" - ზურა ოდილავაძე

ზურა ოდილავაძე სოციალური ქსელით ქვეყანაშ მიმდინარე პოლიტიკურ პროცსებს აღწერს:

"არჩევნები თუ რევოლუცია?

ზუგდიდის მერის არჩევნებში კვლავ ორი ძალა იბრძოლებს – ბელადის მუქთამჭამელები და გაერთიანებული ოპოზიცია.
არჩევნებში გამარჯვებას შემდეგი ორი ფაქტორი განსაზღვრავს: ამომრჩეველი და კანდიდატი.
1. ამომრჩეველი
ელექტორატის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლებისადმი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია – უკმაყოფილება დღეს პიკზეა! ამჯერად ბელადს ,,სისხლიანი ცხრა წლით“ მასების მობილიზაცია, ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინება თუ კოორდინატორების არმია ვეღარ გადაარჩენს. მას მხოლოდ ერთი გზით შეუძლია მოგება – სასურველი შედეგი პირდაპირ დაწეროს და გამოგვიცხადოს. ეს მან ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უკვე გააკეთა. შემდეგ თავისივე გამოგონილი ციფრები უკან წაიღო და მეორე ტური დანიშნა. თუ რა გზით გაიმარჯვა მაშინ, ესეც ყველასთვის ცნობილია...
2. კანდიდატი
ამაზე პოპულარული კანდიდატი, როგორიც დღეს ოპოზიციას ჰყავს, წარმოუდგენელია. ის სამეგრელოში მაქსიმალური მხარდაჭერითაც სარგებლობს და მის უკომპრომისობაში (იმაში, რომ უკან არ დაიხევს და ბოლომდე ივლის) ეჭვიც არავის ეპარება.
შესაბამისად, ცხადია, რომ ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება გამორიცხულია. თუ ეს მაინც მოხდა, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა, რომ ივანიშვილი კანონიერი გზით ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, რაც პირადად ჩემთვის დღესაც ცხადია. ბელადი ბოდიშს არ მოიხდის და თავისი ფეხით ციხეში არ წავა...
დასკვნა კი შემდეგია:
1. თავს ნუ მოვიტყუებთ – ბელადს, რომელიც არჩევნების შედეგს წინასწარ წერს, ვერასდროს ვერ მოუგებ, მით უფრო, ვერც გადამწყვეტ 2020 წელს;
2. თუ ოპოზიცია ამ გაყალბებასაც უხმოდ მიიღებს და ზუგდიდის არჩევნებს დათმობს, 2020 წლამდე სასწრაფოდ და კარდინალურად უნდა გადახალისდეს გუნდი, ხოლო ბრძოლის მეთოდები მკვეთრი რადიკალიზაციისკენ შეიცვალოს.
არჩევანი მარტივია და სადა – ომში გამარჯვება არაორდინალურ გადაწყვეტილებებს, კომფორტის ზონის დატოვებასა და თავგანწირვას მოითხოვს... დანარჩენი სულ ბოლია – ბოლი და ოცნებები!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100