HUAWEI Mate20 lite - ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონი მალე საქართველოში გაიყიდება
HUAWEI Mate20 lite - ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონი მალე საქართველოში გაიყიდება.
სულ
მალე ქართველი მომხმარებელი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი
მოვლენის მომსწრე გახდება. დეკემბრიდან, HUAWEI---ს ფლაგმანური სმარტფონები საქართველოშიც
გაიყიდება. „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი
და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, წარმოადგენს უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ - ასეთი შეფასება
მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 სერიის
სმარტფონებს. HUAWEI -ს სმარტფონები საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად
- ეს მსოფლიომაც აღიარა.
HUAWEI-ს ბოლოდროინდელმა წარმატებებმა გულგრილი ვერც ქართველი მომხმარებელი დატოვა. და მაინც, რომელი ბრენდის სმარტფონებს ყიდულობენ ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად და რას ანიჭებენ უპირატესობას: პროცესორის სიმძლავრეს, ოპერატიულ მეხსიერებას, ელემენტის რესურსს, დიზაინს, ეკრანის სიდიდეს თუ ფასს.
როგორც აღმოჩნდა, ქართველ მომხმარებელს, მოსწონს უნიკალური სმარტფონები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო, თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია: მაქსიმალური ეკრანი, ორიგინალური დიზაინი, ეკრანის სიკაშკაშე, საუკეთესო გრაფიკული გამოსახულება და ძლიერი პროცესორი. როგორც ირკვევა, აღნიშნული მაჩვენებლები ქართველ მომხმარებელს საბოლოო არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაუადვილებს. კომპანია HUAWEI-ს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
HUAWEI
Mate20 - მაქსიმალური ეკრანი - მაქსიმალური
სიამოვნება
საინტერესოა, რამდენ საათს მოიხმართ დღეში თქვენს ტელეფონსყურებით. 2, 3 თუ 6 საათი?
საკმაოდ, რთულია იმის გარკვევა თუ რა
დროს ვატარებთ ეკრანებთან. და რა არის კავშირი ყველა ამ ურთიერთქმედებას შორის? აპლიკაციების
გამოყენება, ინტერნეტით სარგებლობა, ფოტოების გადაღება, ვიდეოების ყურება – ყველა ეს
ქმედება უმეტესწილად მოითხოვს ეკრანთან დამოკიდებულებას. გასაკვირი
არ არის, რომ ტელეფონის მწარმოებლები ინვესტირებას ახდენენ ეკრანებზე
- მინიმალური ჩარჩოებით,
მაქსიმალური რეზოლუციითა და კონფიგურირების ფუნქციებით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიგრძნონ
საუკეთესო ეკრანის გამოცდილება.
ორიგინალური დიზაინი
ყოველდღიური სმარტფონის გამოცდილება
აყვანილია ახალ დონეზე HUAWEI-ს მრავალი მოსახერხებელი ფუნქციების წყალობით. მომხმარებლებს
შეუძლიათ უამრავი კორექტირება შეიტანონ ეკრანის ფუნქციებში, გამოიყენონ თვალის კომფორტის რეჟიმი ლურჯი შუქის გასაფილტრად,
ფერის ტემპერატურა აკონტროლონ და შესაძლებლობა აქვთ მოარგონ ეკრანის ტემპერატურა გარშემორტყმულ
ღია ფერს. რაც დიდ გავლენას ახდენს მეილის
წაკითხვიდან დაწყებული, ფოტოების დამუშავებით დამთავრებული.
და მაინც, რა განაპირობებს HUAWEI Mate20 სერიის უპირობო ლიდერობას:
· ყველაზე დახვეწილი და მიმზიდველი დიზაინი, უნიკალური ფერებით.
· HUAWEI Mate20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში
ყველაზე ინოვაციური და პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით - Kirin 980-ით, რომელიც 20% -ით უფრო ეფექტურად მუშაობს და მოიხმარს
40%-ით უფრო ნაკლებ დროს.
· ახალი Kirin 980-ის წყალობით შესაძლებელია 46%-ით გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულების მიღება. გარდა ამისა თამაშისას, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წინასწარ დაადგინო სამუშაო დატვირთვის სიძლიერე და უზრუნველყოს რესურსის მოძიება ოპტიმალური გამოსახულებისა და ხარისხის მისაღებად. წინა
თაობასთან შედარებით, Kirin 980 ურუნველოყობს აპლიკაციების უსწრაფეს ჩართვასაც.
· ახალ სმარტფონში სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით,
რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ დისტანციაზე გადაღების სშუალებას და
იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვავებით
ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm).
· HUAWEI Mate20 სერიას აღჭურვილია Android Pie-ზე დაფუძნებული ოპერატიული სისტემა EMUI 9.0-ით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს
ეკრანზე მარტივი შეხებით შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონის ყველა სამუშაო თუ გასართობი
ფუნქციით. EMUI 9.0-ს მოყვება GPU
Turbo 2.0 - უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის.
· კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს HiVision-ია, რაც შესაძლებლობას აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები,
ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ.
· HUAWEI_ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა.
4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით,
ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.
· HUAWEI Mate20 სერია სმარტფონი არის მსოფლიოში პირველი „სმარტფონი“, რომელსაც
აქვს 4.5G LTE Cat. 21 სტანდარტის შესაბამისი მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს საშუალებას
აძლევს ისარგებლონ 1.4 გბ/წმ ჩამოტვირთვის
სიჩქარით. მას ასევე აქვს მსოფლიოს უსწრაფესი Wi-Fi კავშირი --GB, რომელსაც ჩამოტვირთვისთვის
მხოლოდ 10 წამი სჭირდება.
· HUAWEI Mate20 სერიას აქვს 3D Face Unlock მხარდაჭერა. ამ ფუქციის საშუალებით
სწრაფად, სულ რაღაც 6 წამში ხდება მომხარებლის ამოცნობა. 3D სიღრმისეული სენსორის მქონე კამერის სისტემა წინა მხარესაა განთავსებული, რომლის
საშუალებითაც მოწყობილობას შეუძლია უმაღლესი
სიზუსტით დაინახოს სუბიექტის სახის ნაკვთები და აღიქვას უმცირესი დეტალებიც კი.
· HUAWEI Mate20 სერია ასევე გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი
პორტრეტული ფერადი ვიდეორეჟიმით. ხელოვნური
ინტელექტის გამოყენებით HUAWEI Mate 20 სერიას
შეუძლია ადამიანის გამოსახულების იზოლაცია და მისი ჩაშლა ფერებად ისე, რომ ხაზი გაუსვას
პიროვნულ მახასიათებლებს. ხელოვნური ინტელექტის
საფუძველზე შექმნილი განათების სისტემა ახდენს საერთო თემის მქონე ვიდეო კლიპების იდენტიფიცირებას და ავტომატურად ახორციელებს მონტაჟს.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი