22 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი კარგი დღეა სწავლის, მოგზაურობის დასაწყებად. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. აასრულეთ დანაპირები. განსაკუთრებით, მშობლებისთვის მიცემული.
კურო
ცხოვრების შეცვლის, თავგადასავლების სურვილი გაქვთ. სანამ გარისკავთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ნაბიჯები სწორი და გათვლილია. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის.
ტყუპი
დააკვირდით ახალ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან. გავლენიანი მეგობრები მფარველობას გაგიწევენ. ეცადეთ, იმოქმედოთ დაკვირვებულად, არაფერი დაკარგოთ, გამოგრჩეთ.
კირჩხიბი
დღეს უფასოდ მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ. გარშემო მყოფები მზრუნველობითა და ყურადღებით აგავსებენ. შეიძლება უფრო პრესტიჟული სამსახური შემოგთავაზონ. ან შეგეცვალოთ ინტერესები, სწავლის სურვილი გაგიჩნდეთ.
ლომი
საქმეების პარალელურად პირად ცხოვრებაზეც იფიქრეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად
ქალწული
ცვლილებების დღეა, რა თქმა უნდა, თუ მზად ხართ. რაც მთავარია, არჩევანში არავინ შეგზღუდავთ. მაქსიმალურად ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ.
სასწორი
მიზანმიმართული და დაკვირვებული ხართ. ფიზიკური აქტიურობისთვისაც გამონახეთ დრო. ნუ იდარდებთ, თუ ძლიერი კონკურენტი გაჯობებთ, მომავალში აუცილებლად გაიმარჯვებთ.
მორიელი
საღამომდე ფორტუნა გწყალობთ. თქვენი შრომა დაფასდება. კარგი დღეა მივლინებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. განსაკუთრებით, უცხოელ პარტნიორებთან. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
მშვილდოსანი
სპორტული აზარტი გამოქმედებთ. თავშეკავება და დაკვირვება გმართებთ კრიტიკულ სიტუაციებში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ტრადიციების, რელიგიისა და უცხო ენებისადმი.
თხის რქა
ნუ მოგერიდებათ, ხაზი გაუსვით თქვენს ნიჭიერებას, შესაძლებლობებს. ხალხმა უნდა იცოდეს, რა ტალანტის მფლობელი ხართ. აი, პარტნიორულ ურთიერთობაში კი უპირატესობის მოპოვებას ნუ ეცდებით.
მერწყული
თავგადასავლებში თავით ნუ გადაეშვებით, სანამ რუტინულ საქმეებს არ გაუმკლავდებით. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის.
თევზები
დილა ყოველდღიური საქმეების შესრულებას უნდა დაუთმოთ. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი. შეიძლება უცხო ადამიანსაც კი გადაუშალოთ გული ან პირიქით, მან გაგანდოთ საიდუმლოებები.
კომენტარი