12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. თუმცა, სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ, ახლებს ნუ წამოიწყებთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. საყვარელ ადამიანს კი საღამოს დღესასწაული მოუწყვეთ.
კურო
იდეებისა და გეგმების განხორციელების დღეა. მეტად უნდა გააქტიურდეთ და არც გავლენიანი მეგობრების შეწუხება მოგერიდოთ. საინტერესო ნაცნობობა გელით, მაგრამ ყველას გულში ნუ ჩაიხუტებთ.
ტყუპი
წარმატებული დღე ელით ბიზნესმენ ნიშნებს. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. საინტერესო და გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. საღამოს მეტად დაისვენეთ და გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
კირჩხიბი
თქვენი დახმარება სჭირდებათ კოლეგებს, მეგობრებს. ეცადეთ, არ იფიქროთ უსიამოვნებაზე და პოზიტიურად განეწყოთ. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
ლომი
კარგი დღეა სასიყვარულო და საქმიანი შეხვედრებისთვის. საზოგადოებაში გამოჩენის სურვილი გექნებათ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და მავნე საკვების მიღებას.
ქალწული
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ყურადღებას საჭიროებს საოჯახო ვალდებულებები.
სასწორი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. მოერიეთ გარშემო მყოფებთან კამათს. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მორიელი
ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ. შეიძლება პარტნიორმა იმედი გაგიცრუოთ. ნუ აიღებთ ვალს. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ
მშვილდოსანი
კარგი დღეა კომერციული საკითხების მოსაგვარებლად. საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებულ პროექტებს. შეიძლება აღადგინოთ ძველი სასიყვარულო კავშირი.
თხის რქა
მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობაში ჩართვას. ნუ გადაიღლებით. არ გადატვირთოთ კუჭი მძიმე საკვებითა და ალკოჰოლით. ზოგიერთს საინტერესო შეხვედრა ელის. მოსალოდნელია ახალი რომანის დაწყება ან ძველის განახლება.
მერწყული
გაუთვალისწინებელი მოვლენებით აღსავსე დღე გელით. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ხალხის მასებს. კარგი დღეა შესრულებული საქმეების გადასახედად, შეცდომების გამოსასწორებლად.
თევზები
კარგია აქტიურობა. დღეს ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. დაეხმარეთ კოლეგებს საქმეების მოგვარებაში. საღამოს მოულოდნელობები გელით პირად ცხოვრებაში.
კომენტარი