“ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე” - არჩილ თალაკვაძე კამპანიაში ჩაერთო
31 აგვისტო ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’- ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) წევრებთან ერთად, სოფელ ლიხაურში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ზედოზირების შედეგად 200 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, აქედან ყველაზე მეტი ოპიოიდური ზედოზირების შემთხვევაა.
2014 წელს საქართველოს მთავრობამ ზედოზირების შემთხვევაში პაციენტთა სიცოცხლის გადასარჩენად გამოძახებისას სასწრაფო სამედიცინო სამსახურს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება მოუხსნა და ასეთი შემთხვევების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეიტანა. ამით მოიხსნა ბარიერი სამედიცინო მომსახურებაზე
(R)
კომენტარი