სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების დნმ-ის ფრაგმენტები დაკრძალეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების დნმ-ის ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს. ძმათა სასაფლაოზე მდებარე აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედროთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. დაღუპულ გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად მუხათგვერდში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკები რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი. მუხროვანის ძმათა სასაფლაოზე ასევე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და დაღუპული მეომრების ოჯახების წევრები იმყოფებოდნენ.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სხეულის ფრაგმენტები იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა. იდენტიფიცირება დასრულდა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დღეს დაიკრძალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100