სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აქცია იმართება

აქციას "არემჯი გოლდის" თანამშრომლები და ადგილობრივები მართავენ, რომლებიც მოითხოვენ, რომ "არემჯი გოლდის" მიერ მიმდინარე სამუშაოები არ შეჩერდეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი შემოსავლის წყარო მიმდინარე სამუშაოებია და მისი შეჩერების შემთხვევაში, ხალხი უმუშევარი დარჩება.

"კაზრეთში დავიბადე, ადგილობრივი ვარ და ჩემს კომპანიაში ასამდე თანამშრომელია დასაქმებული, თბილისიდან კი ჩამოდიან და პროტესტს გამოთქვამენ, მათ არ აინტერესებთ, რომ ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩება",- აცხადებს აქციის მონაწილე რაის გუსეინოვი.


აქციის მონაწილეთა ვარაუდით, "არემჯის" მიერ წარმოებული სამუშაოების მოწინააღმდეგეებს სიტუაციის არევის მიზნით გაურკვეველი პირები აფინანსებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100