სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს,როგორც ბრალდებულის ცოლი ყოველთვის ვიქნები მათ მხარეს ვის პირადსაც თავს ესხმიან"

ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი კოდუას შესახებ პრესაში გავრცელებულ პუბლიკაციას საკუტარი ფეისბუქ გვერდით ეხმიანება, თუმცა არ ასახელებს გაზეთს და საკუთარი გუნდის წევრების მიერ მისდამი ბრძოლას მარაზმს უწოდებს:

ეს ქვეყანა ხომ პატარაა, უფრო პატარაა ქალაქი და კიდევ უფრო პატარა წრე, რომელიც ზუსტად ხვდება საიდან მოდის შავი პიარი ამა თუ იმ ადამიანზე.

ერთ გაზეთს ვკითხულობ და ვხვდები რა უხერხულია როდესაც სხვადასხვა ღირებულებების ადამიანები თავს ერთად იყრიან. ერთია როდესაც ოპონენტი გებრძვის ასე დაუნდობლად, მაგრამ მარაზმია როდესაც ასე გებრძვის საკუთარი გუნდის წევრი ან (ები). რაც არ უნდა განსხვავებულ პოზიციებზე ვიდგე დღეს ( როგორც ბრალდებულის ცოლი) და არა მხოლოდ, ყოველთვის ვიქნები მათ მხარეს ვის პირადსაც თავს ესხმიან! განსაკუთრებით ასეთი ბინძური მეთოდებით!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100